ქალის გატაცების ბრალდებით დაკავებული გორის მერიის თანამშრომლის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

772

წინა სტატია

გორის რაიონულ სასამართლოში პროცესის დაწყებას ელოდებიან, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტის სააგენტოს თანამშრომლის საქმეს ეხება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

ადვოკატის ინფორმაციით, დღეს ჩანიშნულია მოსამზადებელი სხდომა, რის შემდეგაც უკვე მოწმეთა გამოკითხვები ჩაინიშნება.

გორელი საჯარო მოხელე სამართალდამცავებმა 3 კვირის წინ დააკავეს. გამოძიება მას ქალის გატაცებასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ დაკავებული უდანაშაულოა და ამაზე მთელი რიგი გარემოებები მეტყველებს, რასაც პროცესებზე დაასაბუთებენ.

ინფორმაციისთვის, საქმეში კიდევ ერთი პირი ფიგურირებს, რომელმაც ქვეყნის დატოვება მოასწრო.