“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პოლარიზაციის წყარო ქვეყანაში ყოველთვის “რადიკალური ოპოზიციაა”, ხოლო ქართულ ოცნებას, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკურ ძალაა, მოპასუხის როლში უწევს ყოფნა.
“ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხშირად საუბრობენ პოლარიზაციაზე, როგორც ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მთავარ პრობლემაზე. საუბარია ორმხრივ პოლარიზაციაზე მაშინ, როდესაც რეალურად, პოლარიზაციის წყარო ყოველთვის რადიკალები არიან, ქართულ ოცნებას კი, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკურ ძალას, ყოველთვის მოპასუხის როლში უწევს ხოლმე ყოფნა. დღეს ყველა ხედავს, რომ პოლარიზაციის მცდელობას ჰყავს მხოლოდ 1 მხარე, ეს არის რადიკალური ოპოზიცია.
შესაბამისად მოვუწოდებთ ყველას, ყველაფერს დაარქვან თავისი სახელი, რაც რადიკალების უსუსურ მცდელობას, არიონ ქვეყანა, კიდევ უფრო სწრაფად დაუსვამს საბოლოო წერტილს”, — ამბობს კობახიძე.