საჩხერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენომან 986 ერთეულს მიაღწია

910

2015-17 წლებში საჩხერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობამ საერთო ჯამში 986 ერთეულს მიაღწია. ინფორმაცია საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

2015 წელს 274 პროექტი განხორციელდა, 2016 წელს 277, ხოლო 2017-ში – წლის ბოლომდე 435 პროექტი დასრულდება.

ბოლო სამი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში პროექტების შესრულების ტენდენცია ასეთია: მომდევნო წლის პრიორიტეტული პროექტების ნუსხა წინასწარ მუშავდება. მუნიციპალიტეტის გამგებელი ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად ადგენს მოსახლეობის საჭიროებებს, შემდეგი ეტაპი შესაბამის სამსახურთან ერთად საკითხის განხილვა, პროექტირების მომზადება, ხარჯების დათვლა და ხელმძღვანელის მიერ თანხების მოძიებაა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მალხაზ ბაზაძის განცხადებით – 2018 წელს შესასრულებელი პროექტების ნაწილი უკვე მომზადებულია. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებითა და რეგიონალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 3 000 000 ლარი გამოიყოფა. ეს პროექტებია:

1. მოძვი-ჯალაურთის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა – საპროექტო დოკუმენტაცია მზად არის;
2. სოფელ ხვანის გადასახვევიდან სოფელ ლიჩის ცენტრამდე გზის რეაბილიტაცია – გარდამავალი პროექტი, საპროექტო დოკუმენტაცია მზად არის;
3. ქ. საჩხერეში დურმიშიძის ქუჩაზე ყოფილი კომისარიატის ტერიტორიზე სკვერის მოწყობის სამუშაოები – საპროექტო დოკუმენტაცია მზად არის;
4. სოფელ არგვეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა – გარდამავალი პროექტი, საპროექტო დოკუმენტაცია მზად არის;
5. სოფელ კორბოულში სისვაძეების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – საპროექტო დოკუმენტაცია მზად არ არის;
6. ქ. საჩხერეში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ბამბეულის დასახლებაში ეზოების კეთილმოწყობა – საპროექტო დოკუმენტაცია მზად არის;
7. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერჯევისა და საირხის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – გარდამავალი პროექტი, საპროექტო დოკუმენტაცია მზად არის;
8. სოფელ კორბოულში ძლევის წმინდა გიორგის სალოცავისაკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია – საპროექტო დოკუმენტაცია მზად არის;
9. ქ. საჩხერეში დოსითეოს წერეთლის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – გარდამავალი პროექტი, საპროექტო დოკუმენტაცია მზად არის;
10. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეში მეფრინველეობის ფაბრიკასა და იტავაზის კვარცის ქვიშების კარიერისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა – გარდამავალი პროექტი, საპროექტო დოკუმენტაცია მზად არის;
11. ქ. საჩხერეში ივ. გომართელის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის უკანა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები – საპროექტო დოკუმენტაცია მზად არის;
12. ქ. საჩხერეში თამარ მეფის ქუჩაზე ახალ დასახლებაში არსებული გზების რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა – საპროექტო დოკუმენტაცია მზად არის;
13. სოფლ სპეთის საჯარო სკოლამდე მისასვლელი სავტომობილო გზის პროექტირება და რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა – საპროექტო დოკუმენტაცია მზად არ არის.
14. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარეებზე: შუშასა და იზვარაზე არსებული ხიდების რეაბილიტაცია – საპროექტო დოკუმენტაცია მზად არის;
15. სოფელ ცხამის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – პროექტი გარდამავალია, საპროექტო დოკუმენტაცია მზად არის.