ქუთაისის მერიასთან დაკავებული აქტივისტები, ამ დრომდე იმერეთის სამხარეო პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩებიან. აქტივისტებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და შიმშილობა გამოაცხადეს.
ახალგაზრდები სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როცა ისინი მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ასევე, აქტივისტებს სურდათ, რომ ქალაქის თვითმმართველობის ორგანოსთან წარწერა თავისუფლება მიშას დაეწერათ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.