ერთ უბანზე გაბათილებული 20 ბიულეტენი და ორჯერ ხმის მიცემა ერთი პირისგან – “ღირსეული” გამარჯვების ფასი ოზურგეთში

647

არჩევნების მსვლელობის დროს, უბნებზე დამონტაჟებული კამერებიდან ამოღებულ სხვადასხვა დარღვევების შესწავლა კონსტანტინე შარაშენიძის შტაბში უკვე დაიწყეს. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.

ამ ეტაპისთვის, აღმოჩენილ რამდენიმე ფაქტზე დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის შვილი, თაკო შარაშენიძე ფოტო-ვიდეო მასალას ავრცელებს:

”2021 წლის 30 ოქტომბერი ოზურგეთი, სოფელი ნაგომარი.
საარჩევნო უბანი N 39

კომისიის თავმჯდომარე: ჯუნისი კვანტალიანი

როცა კომისიის თამჯდომარემ გაიგო რომ N 39 უბანი წააგო გადაწყვიტა 20 ხმა გაებალითებინა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის ისეთი, რომელიც ოცნების კანდიდატს ჩაუთვალა. როცა ვკითხე რომ ეს რატომ გააკეთა, ვციტირებ: “რა შენი საქმეა, ასე მინდა და ასე გადავწყვიტეო” როცა გადავეყვიტეთ რომ ხმები არ უნდა დაგვეთმო ეს ადამიანი გახდა შეურაცხადი კომისიის წევრებთან ერთად.. ვიდეოშიც ისმის ხმა როგორ ყვირის ერთ-ერთი კომისიის წევრი რომ ერთ ხმასაც არ გაგვატანს და მოითხოვს რომ “გავეთრიო” უბნიდან.. ( როცა უბანზე ყოფნის ყველანაირი კანონიერი უფლება მაქვს ) ვიდეოში ისიც ჩანს როგორ გამოაძევა ჩემთან ერთად მყოფი ორი ადამიანი და როცა მე შევბრუნდი ოთახში ისევ ყვირის რომ გავეთრიო იმიტომ რომ არ არის ჩემი საქმე ვის ჩაუთვლის ხმებს და ვის არა.. გამოვიძახე პოლიცია მაგრამ ბატონმა ჯუნისმა შიგნიდან ჩაკეტა უბნის კარი( მომხდარზე საჩივარი შევიტანე კრიმინალურ პოლიციაში) ასევე პირადად მე გადავიღე ვიდეო როცა სოფელ შემოქმედში მოხდა ფულის გადაცემა , ასევე მელექედურის უბანში კამერაზე ფიქსირდება როგორ აძლევს ხმას ერთი ადამიანი ორჯერ სხვა და სხვა დროს.. დაშინებებზე და მოსყიდვებზე არაფერს აღარ ვამბობ.. ამ მცირედი ფაქტებით თქვენ თვითონ განსაჯეთ როგორ გაიმარჯვეთ “ღირსეულად”, – წერს თიკო შარაშენიძე.