თაკო ჩარკვიანი: ვფიქრობ მანდატის დატოვებაზე, მომწონს ეს აზრი, თუმცა მინდა კონსულტაცია გავიარო

298

წინა სტატია

ახლა რომ მანდატებს ტოვებენ კარგია, მაგრამ მაშინ რომ შელეოდნენ იმ მანდატს და ბოლომდე დაგვეჭირა ბოიკოტი, დღეს ამათი ბუნდღა არ იქნებოდა. მართლა სხვა ვითარება იქნებოდა, ამდენს არ გაბედავდნენ, მაგრამ შესხდნენ მაშინ იქ გარკვეული პარტიები და ვერ დავიჭირეთ ბოიკოტი, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის” ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ საერთო გადაწყვეტილება იქნება, რომ პარლამენტი უნდა დატოვონ, მაშინ მანდატზე თავადაც უარს იტყვის.

„ბრძოლისთვის რაც არის საჭირო ყოველთვის იმას ვაკეთებ. ვფიქრობ მანდატის დატოვებაზე, მეც მომწონს ეს აზრი, თუმცა მაინც მინდა, კიდევ გავიარო კონსულტაცია იმიტომ, რომ მე პირადად ეს მანდატი არაფერში არ გამომიყენებია, მხოლოდ გამოვიყენე , სააკაშვილის გამო, რომ ელჩებს წერილებს ვუგზავნიდით. ყველამ მიიღო აბსოლუტურად: ბრიტანეთი, ისრაელი, საფრანგეთი, რუმინეთი, ყველა… ამისთვის გამოვიყენე და ციხისთვის, მეტი მე მანდატი არაფერში არ მჭირდება. გადავწყვეტთ, რომ უნდა დავდოთ? რა თქმა უნდა დავდებ, აბა რას ვიზამ. მაგრამ ეს უნდა იყოს პოლიტიკური აქტი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მანდატების დატოვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს ზურაბ ჯაფარიძე და ნონა მამულაშვილმაც. ასევე, მანდატის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და ანა წითლიძემაც.