წყალტუბოში “ოცნებამ” კანდიდატის გამარჯვება პარტიულ ფერებში გაფორმებული ტორტით და ფოიერვერკით აღნიშნა

999

წყალტუბოში, სახელისუფლებო პარტიამ, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის გენადი ბალანჩივაძის გამარჯვება “ქართული ოცნების” პარტიულ ფერებში გაფორმებული ტორტით, ჩანგლებითა და ფოიერვერკით აღნიშნა. ამის შესახებ ინფო იმერეთი წერს.

სახელისუფლებო პარტიის კანდიდატმა პირველ ტურში ხმების 58% მიიღო. ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ზაზა მეტრეველმა კი 42.83 % მიიღო.

შეგახსენებთ, რომ იმერეთის რეგიონში არჩევნების მეორე ტური წყალტუბოში, ქუთაისსა და ბაღდათში ჩატარდა.