როგორ აღნიშნავს არჩევნებში გამარჯვებას სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძე

362

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ზურა ხაჩიძემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე „ფეისბუკ“ გვერდზე დაწერა, რომ გამარჯვების შემთხვევაში იცეკვებდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„30 ოქტომბერს, საღამოს – გამარჯვების შემდეგ ესე უნდა ვიცეკვო!!!“, – წერს ზურა ხაჩიძე 29 ოქტომბერს საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ერთ–ერთ ცეკვის ვიდეოს აქვეყნებს.

მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედგები გახდა ცნობილი, ზურა ხაჩიძემ ახალი პოსტი გამოაქვეყნა – „შეპირებული ვიდეო რა ვქნა სიტყვა ვთქვი და არ შემეძლო არ შემესრულებინა! ვიდეო “არჩევნები დამთავრდა”.

პოსტის ქვემოთ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე უკვე თავის ცეკვის ვიდეოს ავრცელებს.