შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციასთან არანაირი რაუნდები არ იქნება

257

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა განაცხადა, რომ ოპოზიციასთან არანაირი რაუნდები არ იქნება. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

„ერთი წლის განმავლობაში ეს უკვე მესამე არჩევნებია, რომელზეც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო მკაფიო მანდატი ამომრჩევლისგან და აქ რაიმეს კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება შეუძლებელია. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქართველ ხალხს წაართვას არჩევანი, რომელიც გუშინ გააკეთა. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ანტიდემოკრატიული ძალა, ცდილობს, რომ ამომრჩევლებს არჩევანი წაართვას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.