ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, ქუთაისში საკუთარი არჩევანი 69 871-მა ადამიანმა დააფიქსირა, რომელთაგან 32 703-მა ხმა „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ხატია დეკანოიძეს მისცა, ხოლო 34 925-მა „ქართული ოცნების” კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს დაუჭირა მხარი.
მისივე თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიაში 16 საჩივარი შევიდა, რომელთაგან დიდი ნაწილი პროცედურულ გადაცდომებზეა დაწერილი და არ იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ შედეგებზე რაიმე ტიპის გავლენას მოახდენს.
ქუთაისში ბათილი ბიულეტენების ჯამმა 2396 შეადგინა.
„მეორე ტური დასრულდა, ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი 124-ვე უბნის წინასწარი მონაცემები დათვლილია. ქუთაისში მოვიდა 69 871 ამომრჩეველი, რომელთაგან მხარი 48.3%-მა დაუჭირა ხატია დეკანოიძეს და 51.6%-მა იოსებ ხახალეიშვილს. გუშინ საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოვიდა 16 საჩივარი, აქედან დიდი ნაწილი დაწერილია პროცედურულ გადაცდომებზე. ჩვენთან შემოსული არცერთი საჩივარი არ იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ რაიმე ტიპის გავლენას მოახდენს შედეგებზე”, – აღნიშნა ლარინა ლალიაშვილმა.