წინასწარი მონაცემებით, ბათუმის მერი, მცირედი უპირატესობით, არჩილ ჩიქოვანი გახდა. ამ დროისთვის უკვე დათვლილია უბნების 100%, საიდანაც “ქართული ოცნების” კანდიდატმა ხმათა 51.018% დააგროვა, ხოლო მისმა კონკურენტმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, გიორგი კირთაძემ ხმათა 48.982% მიღება შეძლო.
სულ არჩევნების მეორე ტური ბათუმში 105 უბანზე მიმდინარეობდა.