წინასწარი მონაცემებით, მარტვილში “ოცნების” კანდიდატმა, თორნიკე ჯანაშიამ გაიმარჯვა

397

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მარტვილში მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა თორნიკე ჯანაშიამ გაიმარჯვა.

ცესკო-ს ინფორმაციით, 40 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

  • თორნიკე ჯანაშია (ქართული ოცნება – N41) – 51.845%
  • თეიმურაზ ჯანაშია (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 48.115%.