ცესკოს ვებგვერდზე მეორე ტურის შედეგების პირველადი მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო – როგორია შედეგები

1241

ცესკოს ვებგვერდზე მეორე ტურის შედეგების პირველადი მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო.

თბილისში ჯერ მხოლოდ 10 უბანია დათვლილი, რომლითაც კახა კალაძეს 54.794% აქვს, ნიკა მელიას კი 45.206%.

ფოთში, ერთი უბნის მონაცემებით, ლიდერობს ბექა ვაჭარაძე 53.731%-ით, ხოლო გიგი უგულავას 46.269% აქვს.

თელავში დათვლილია 3 უბანი. “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატ ლევან ანდრიაშვილს 73.754% აქვს, ხოლო ენმ-ს კანდიდატ გიორგი ბოტკოველს – 26.246%.

ამ დროისთვის მხოლოდ ამ სამი მუნიციპალიტეტის რამდენიმე ოქმის შედეგია ცნობილი.

ინფორმაცია განახლდება ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად.