მდინარაძე: ხელვაჩაურში მერობის კანდიდატი ნაცმოძრაობიდან გეგმავს, შევარდეს რამდენიმე საარჩევნო უბანზე

303

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ხელვაჩაურში ოპოზიციის მერობის კანდიდატი აქტივისტებთან ერთად გეგმავს, “შევარდეს” რამდენიმე საარჩევნო უბანზე.

“თქვენ მინდა გამცნოთ, ასე ვთქვათ, ნაცმოძრაობის ძალიან ცუდი გეგმების შესახებ. მათ შორის პირველი მონაცემი, რაც ჩვენთან ინფორმაცია შემოვიდა არის ხელვაჩაურიდან, სადაც მიშა ბოლქვაძე, თუ არ ვცდები, მერობის კანდიდატი ნაცმოძრაობიდან გეგმავს თავის რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად, ნაცმოძრაობის აქტივისტებთან ერთად, შევარდეს რამდენიმე საარჩევნო უბანზე, ხელი შეუშალოს ხმის დათვლის პროცედურას. ვაფრთხილებ ყველას ძალიან მკაცრად, ნურავინ შეეცდება ასეთ სიგიჟეებს”, — თქვა მდინარაძემ.