ზუგდიდის მე-10 საარჩევნო უბანზე, სადაც ამ დროისთვის ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს, ხმაური იყო. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ მიიღო ინფორმაცია, რომ ამ უბანზე, გვერდით ოთახში იყვნენ არაუფლებამოსილი პირები, რომლებიც ხმის მიცემის პროცესს აკვირდებოდნენ.
წითლიძე ამ პირების ვინაობის დადგენას ცდილობდა, თუმცა მათ კითხვებს არ უპასუხეს და ენმ-ის წევრს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ინციდენტის შემდეგ არაუფლებამოსილმა პირებმა ტერიტორია დატოვეს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ შესაძლოა, ამ პირებმა საარჩევნო უბანზე გამზადებული ბიულეტენები შეიტანეს, რომლის ჩაყრაც უკვე გახსნილ ყუთში მოხვდება.
როგორც “მთავარი არხი” წერს ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს რეაგირება არ მოუხდენიათ.