დაშინება, ზეწოლა, კრიმინალური წარსული – ენმ “ოცნების” ხელვაჩაურის მერობის კანდიდატს, ზაზა დიასამიძეს ბრალდებებს უყენებენ

601

დაშინება, ზეწოლა, კრიმინალური წარსული – ზაზა დიასამიძე კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. „ქართული ოცნებიდან“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატს, სხვადასხვა ბრალს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უყენებენ. რატომ იძებნებოდა აჭარის რევოლოციის შემდეგ დიასამიძე და რა სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობდა მის მიმართ? ეს კითხვები, მერობის კანდიდატთან მალხაზ თავგირიძეს აქვს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

იმ, შემთხვევაში თუ კი, დიასამიძე მართლაც ძებნილი იყო და მისი წარსული კრიმინალურია, როგორ გახდა ხელვაჩაურის პოლიციის ხელმძღვანელი? ვინ არის ხელვაჩაურის პოტენციური მერი ან რატომ მალავს წარსულს? მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ ხელვაჩაურელები, ასეთ მერს არ იმსახურებენ.

ბრალდებების სია საკმაოდ გრძელია. ოპოზიცია, ზაზა დიასამიძეს ჟურნალისტის ვახტანგ კომახიძის ცემაშიც ადანაშაულებს. ჩვენ რა თქმა უნდა, ფაქტის გადამოწმება, თავად კომახიძესთან ვცადეთ.  იგი ამბობს, რომ ინცინდენტი წლების წინ მოხდა და ბრალდებულების აღარც სახელები და აღარც სახეები ახსოვს.

თუ კი ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება, რატომ გაურბის ზაზა დიასამიძე „მაცნეს“ გადამღებ ჯგუფს? მას „ქართული ოცნების“ ოფისში მივაკითხეთ. ადგილზე არ დაგვხვდა. პასუხების მიღება ტელეფონით ვცადეთ, თუმცა, კითხვის მოსმენის შემდეგ, მოუცლელობა მოიმიზეზა და ყურმილი დაგვიკიდა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ზაზა დიასამიძე ჩვენს კითხვებს მოუცლელობის მიზეზით გაურბის. მასთან დაკავშირება, სხვა ნომრით ვცადეთ, ამჯერად პრესსამსახურთან გადაგვამისამართა, აქ ოპოზიციის ბრალდებები მნიშვნბელობნად არ მიიჩნიეს. და მაინც ვინ არის ზაზა დიასამიძე? გზა ხელვაჩაურის პოლიციის უფროსობიდან, აჭარის სოფლის მეურნების მინისტრის მოადგილეობამდე, ახლა კი, ერთ-ერთი დიდი მუნიციპალიტეტის მერობა სურს. ამ ფონზე, გახსენების ღირისია, ის ფაქტიც, რომ მას, რამდენიმე კვირის წინ, მოქალაქე შანტაჟში, მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებდა. ზაზა დიასამიძის მიმართ ამ საკითხებზე ღია კითხვები ისევ რჩება, ალბათ, სწორედ, ამ დისკომფორტის გამო, დაპირების მიუხედავად, იგი მუდმივად გაურბის „მაცნეს“ კამერებს.