პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა თემატური მოკვლევა ჩაატარა – „Covid-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზე, მოთხოვნასა და რეალიზაციაზე“.
„საშუალოდ, ფერმერებმა ერთდროულად დახმარების 2 კომპონენტით ისარგებლეს; მაქსიმალური შედეგი იყო ერთდროულად 4 კომპონენტით სარგებლობა (ასეთი იყო 7 ფერმერი);
ამასთან, 21-მა ფერმერმა დახმარება მიიღო დონორი ორგანიზაციებისგან. გამოკითხული ფერმერებიდან ყველაზე მეტმა (36%) ისარგებლა იაფი დიზელის პროგრამით. 135 გამოკითხულიდან, რომლებმაც ისარგებლეს მთავრობის ანტიკრიზისული დახმარების პროგრამებით, 84 რესპონდენტმა სახელმწიფოსგან მიღებული დახმარება მნიშვნელოვნად მიიჩნია.
ხოლო 199 გამოკითხულიდან 36%-მა აღნიშნა, რომ პროდუქტის გასაყიდი ფასი გაიზარდა. ამავე დროს, გამოკითხულთა გარკვეულმა ნაწილმა (40%) შეინარჩუნა იგივე ფასი, ხოლო 26%-ს შეუმცირდა პროდუქციის გასაყიდი ფასი. გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობისთვის (52%), მოთხოვნის შემცირებასთან ერთად, შიდა ბაზარზე პროდუქტის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა.
“ეს ძირითადად, განპირობებული იყო წარმოების შემცირებასთან ერთად სარეალიზაციო ბაზრის სტრუქტურის ცვლილებით. ფერმერები, რომლებიც პროდუქტს აწვდიდნენ HoReCa(სტუმარ-მასპინძლობის) სექტორს, პანდემიის პირობებში რეალიზაციას ახდენდნენ აგრარულ ბაზრებსა და/ან უშუალოდ საბოლოო მომხმარებელზე, რომელთა გადახდის უნარი HoReCa-ს სექტორთან შედარებით დაბალია“, – ნათქვამია კვლევაში.