კობახიძე: ახლა გვაქვს უნიკალური შანსი, რომ საბოლოოდ დავამთავროთ “ნაცმოძრაობა”

336

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, ქართული დემოკრატიისთვის “ნაციონალური მოძრაობის” “დასრულება” მნიშვნელოვანი საკითხია. მისი თქმით, 30 ოქტომბერი “უნიკალური შანსია” ენმ-ის საბოლოოდ “დასამთავრებლად”.

“ახლა მათი ბელადი არის ციხეში, ერთი, სამი წელი არ იქნება არჩევნები, შესაბამისად, ახლა ჩვენ გვაქვს უნიკლაური შანსი, რომ საბოლოოდ დავამთავროთ ნაცმოძრაობა. ამისთვის საჭიროა 30 ოქტომბერს სრული მობილიზაცია, ჩვენ გვჭირდება მობილიზაცია ოცივე მუნიციპალიტეტში, იმისთვის, რომ საბოლოოდ მოვიპოვოთ გამარჯვება და ეს გახდება საწინდარი სრულიად განეიტრალდეს ეს პოლიტიკური ძალა”, – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” 18 ოქტომბრიდან “ნაციონალური მოძრაობის” დასრულებაზე ისევ ალაპარაკდა. არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე “ოცნების” ოფიციალურ Facebook გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელიც წინა ხელისუფლების და მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას ემსახურება. მმართველმა გუნდმა კლიპს “დავასრულოთ ნაცები” დაარქვა და “ნაცობასირცხვილია” დააჰეშთეგა.