საქართველოს საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით, დაბა ლენტეხში ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ბეტონის დამცავი კედლის და გაბიონის მშენებლობა დაიწყო. როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტით 321 გრძივ მეტრის და 7 მეტრის სიმაღლის რკინა-ბეტონის კედლის მშენებლობას ითვალისწინებს.
მშენებლობის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ჩანქსელიანი. „მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რაიონისათვის მისი რელიეფიდან გამომდინარე. აღნიშნული პროექტის დასრულების შედეგად დაბის მოსახლეობისათვის შეიქმნება უსაფრთხო გარემო“, – განაცხადა ჩანქსელიანმა.
სამუშაოებს შპს ,,აპია’’ ახორციელებს.