“ნაციონალური მოძრაობა” ჩრდილოვან კაბინეტის წარსადგენად ემზადება – ვინ იქნება ამ შემადგენლობაში რამდენიმე დღეში გაირკვევა. ოპოზიციის წევრთა კანდიდატურა 25 პოზიციაზე განიხილება. შეჯერება 10 გამგებელზე უნდა მოხდეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
თუ ნიკა მელია კახა კალაძეს დაამარცხებს, ვიცე-მერის პოზიციაზე 3 კანდიდატი განიხილება:
- ანა ბიბილაშვილი და დეა მეტრეველი “ლელოდან”
- ცოტნე კობერიძე – “გირჩი – მეტი თავისუფლება”
საკრებულოს თავმჯდომარედ გაერთიანებული ოპოზიციიდან ელენე ხოშტარია სახელდება.
ყველა თანამდებობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადამწყვეტი – კონკრეტული პოლიტიკოსის კვალიფიკაციაა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ შემდეგი მთავრობა კოალიციური იქნება, რაც დემოკრატიული მმართველობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.