დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცათ

318

დევნილებსა და ეკომიგრანტებს სამეწარმეო საქმიანობისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.

„ერთის მხრივ, ვეხმარებით მეწარმე დევნილებსა და ეკომიგრანტებს, რომ გააფართოონ საკუთარი საქმიანობა და უფრო მეტი ადამიანი დაასაქმონ და მეორეს მხრივ, ხელს ვუწყობთ პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს თვითდასაქმებაში. თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
ამ ეტაპზე, ორივე პროგრამის ფარგლებში, გრანტი 80-მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა მიიღო.