“ღმერთი გვიყურებს რად გვინდა ვიდეო”, დიდი ამბავი თუ ბიულეტენი დაიკარგა…- ხოშტარია საოლქოებზე

317

საქართველოს მოქალაქემ უნდა მოიგოს საქართველოს მთავრობასთან ხმების გაყალბების საქმე, რაც ჩაიწერება ისტორიაში, როგორც პრეცედენტი, რომელიც სამომავლოდ დაიცავს მოქალაქეებს არჩევნების გაყალბებისგან, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, პოლიტიკური და ტაქტიკური ამოცანაა სასამართლო სტადიების გავლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოში ჩივილი:

„ჩვენ გავასაჩივრეთ 184 უბანი, რომელიც იყო აბსულუტურად მკაფიოდ დასაბუთებული, როგორც ბიულეტენების მასიური დაკარგვის ფაქტებით, ბიულეტენის ჩაყრის ფაქტებით, ასევე ოქმების გადასწორებით. ამ საკითხების განხილვის პირველ ეტაპზე, ჩვენ გვესმოდა აბსოლუტურად უტიფარი განცხადებები და საოლქო სხდომები, სადაც არც კი ცდილობდნენ დაესაბუთებინათ, რატომ არ უნდა გადაეთვალათ მსგავსი უბნები. საუბრობდნენ, დიდი ამბავი, თუ ბიულეტენი დაიკარგა, როდესაც ვიდეოს გადახვევას ვთხოვდით ამბობდნენ : “ღმერთი გვიყურებს რად გვინდა ვიდეო”. ეს ყველაფერი დეტალურად გვაქვს აღწერილი. სასამართლოში ყველა ეს უბანი გავასაჩივრეთ. ესეც როგორც მოსალოდნელი იყო, ფორმალური იყო, ძალიან სწრაფად ერთ დღეში თქვა სასამართლომ ოქმების გადათვლაზე უარი, არცერთი არგუმენტი არ დაუსაბუთებია, თუ რატომ. მიუხედავად ამ უტიფრობისა, ჩვენი „მიწოლა“ მნიშვნელოვანია, რომ მირანდა მესხისნაირი გამყალბებლები, რაც ზუგდიდში ვნახეთ, თავს დისკომფორტში გრძნობდნენ” განაცხადა “დროას” ლიდერმა.