“თავისუფლება მიშას” – ქუთაისის სხვადასხვა უბნებსა და ქუჩებში წარწერები გაჩნდა.
ავტობუსების გაჩერებებსა და “ოცნების” საარჩევნო პლაკატებზე გაკეთებული აღნიშნული წარწერები, სავარაუდოდ, ღამით არის გაკეთებული, რომელსაც მერიის დასუფთავების სამსახური უკვე შლის. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც დილით გაავრცელა ვიდეო-მიმართვა, სადაც ამბობს რომ ის 8 წლის შემდეგ ბათუმშია.
თუმცა, მთავრობის წევრები მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.