ქუთაისში, ნიკეას N12-ში მცხოვრებ 6 ოჯახს საკუთრებაში ბინები გადაეცათ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრომაციით, ეს ოჯახები წლების განმავლობაში ითხოვდნენ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას.
„დიდი შრომა გავწიეთ იმისათვის, რომ ეს პრობლემური საკითხი მოგვეგვარებინა. ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ლომინაძის აქტიური ჩართულობით, ეკონომიკის სამინისტროს და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შევძელით და ოჯახებს, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ ამ ბინებში, დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები.
ოჯახებს ბინები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადავეცით”, – განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება.
შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ, ბინები საკუთრებაში კიდევ სხვა ოჯახებსაც გადაეცემათ.