ბოკერია: სააკაშვილი თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ ვინც საკითხს სვამს, თუ არ გავათავისუფლეთ, ქვეყანა დაიღუპება, აღარ უნდა ვიბრძოლოთ, თუ სააკაშვილი ციხეშია, ეს დიდი შეცდომაა

280

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება, მასსა და „ქართულ ოცნებას“ შორის იყო შეთანხმებული.

როგორც ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, შეთქმულებაში ექსპრეზიდენტის დადანაშაულება აბსურდია.

„აბსურდია, ბოდვას საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს?! – ეს იგივე ვერსიაა თქვა, ივანიშვილი უცხოპლანეტელი ხომ არ არის და გვატყუებს, რომ ადამიანია. რა მოიტანა სააკაშვილის ამა თუ იმ ნაბიჯმა და ხელისუფლების მხრიდან მისმა დაკავებამ, ამაზე დაყრდნობით პოლიტიკური პატიმრის, სააკაშვილის შეთქმულებაში დადანაშაულება დღეს, არა თუ უსამართლოა, აბსურდია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, არასწორია მიდგომა, რომ ხელისუფლება ვერ შეიცვლება მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების გარეშე.

„სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ ვინც სვამს საკითხს, რომ თუ ის არ გავათავისუფლეთ, ქვეყანა დაიღუპება და აღარ უნდა ვიბრძოლოთ, თუ სააკაშვილი ციხეშია, ეს ძალიან დიდი შეცდომაა. პირიქით დგას საკითხი – პოლიტიკური დევნის დასრულებას სჭირდება ივანიშვილის რეჟიმის დასრულება მშვიდობიანად და ამისთვის ერთი ნაბიჯი, რაც გვაქვს, მეორე ტურში ივანიშვილის რეჟიმის მორყევაა“, – აღნიშნა ბოკერიამ.