გორში, გახარიას პარტია “საქართველოსთვის” 6 საარჩევნო უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს. შესაბამისი საჩივრით პარტიის წარმომადგენლებმა გორის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართეს. მათი განმარტებით, საჩივრების საფუძველი ოქმებში არსებული დისბალანსია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“80% დისბალანსია აკლია ბიულეტინები, ეს არის სომხური კარუსელის წინაპირობა. 6 უბანი გავასაჩივრეთ სადაც მოსულზე მეტია მიღებული ხმები” , – აცხადებს პარტიის წარმომადგენელი მამუკა ფანიაშვილი.
პარტია უბნების ხელახლა გადათვლას შემდეგი მიზეზების გამო ითხოვს:
– 44-ე უბანზე, შემაჯამებელ ოქმში, მერობის კანდიდატების ოქმში, მისული ამომრჩევლების რაოდენობა აღემატება, კანდიდატთა მიერ მიღებული ხმების რაოდენობას;
– იგივე ხდება N94 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმშიც;
– N21 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში, პროპორციულ ნაწილში მიღებული ხმების რაოდენობის ჯამი აღემატება მისული ამომრჩევლების რაოდენობას;
– N97 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში მერობის კანდიდატების მიღებული ხმების შემაჯამებელ ოქმში არ არის მითითებული ბათილი ბიულეტენების ოდენობა;
– N76 უბანზე შემაჯამებელ ოქმში მისული ამომრჩევლების რაოდენობას აღემატება, მერობის კანდიდატთა მიღებული ხმების რაოდენობა;
– N76 უბანზე იგივე დარღვევაა პროპორციულის შემაჯამებელ ოქმშიც;
– N90 უბანზე პროპორციულის ოქმში მისული ამომრჩევლების რაოდენობა წერია 441, ხოლო მაჟორიტარ კანდიდატთა შემაჯამებელ ოქმში 434;
პარტიის საჩივრებს გორის საოლქო საარჩევნო კომისია შეისწავლის.