ცესკოს მონაცემებით გორის საკრებულოს 8 დეპუტატი ქალი ჰყავს

299

2021 წლის საკრებულოში 36 დეპუტატიდან 8 ქალი იქნება. აქედან მაჟორიტარი მხოლოდ ერთია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“ქართულმა ოცნებამ” პარტიული სიით შეიყვანა:

  • ლიანა ოქროპირიძე;
  • თამარ მურალოვა;
  • ​ლეილა მამულაშვილი;
  • ნანი ოქროპირიძე;
  • ასმათ ტალახაძე(მაჟორიტარი)

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობის პარტიულ სიაში ყოველი მეორეა ქალი, ჯამში მათ საკრებულოში 3 ქალი ეყოლებათ:

  • ანი ბალიაშვილი;
  •  ნანა ლოთიშვილი;
  • ​ნაზი დიდებელი.

რაც შეეხება პარტია “საქართველოსთვის” მათ გორის საკრებულოში ქალი დეპუტატი, მხოლოდ ერთი, მაია ბოლაშვილი ჰყავთ​.

ინფორმაციისთვის, 2017-2021 წლის მოწვევის საკრებულო 7 დეპუტატი ქალით იყო წარმოდგენილი. მოქმედი საკრებულო 36 ის ნაცვლად 40 წევრისგან შედგება.