“რამდენი იწვალა და მაინც რა ….” – როგორ ეხმიანება ოპოზიცია ღარიბაშვილის წერილს

582

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც ჭორები და თეორიები განიხილა იმის შესახებ, თუ რატომ ჩამოვიდა ექსპრეზიდენტი ქვეყანაში. ვერსიებს შორის პრემიერმა ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და სახელმწიფო გადატრიალებაც დაასახელა, ბრალდებების გასამყარებლად კი, საკუთარი მოსაზრებები მოიყვანა. ასევე, პრემიერი თქმით, “სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა”, თუმცა, უცნობია, რას ეყრდნობა პრემიერის მოსაზრებები.

ოპოზიციურმა სპექტრმა ღია წერილი შემდეგნაირად შეაფასა:

პრემეირის პოსტს ფოთის მერობის კანიდატმა, გიგი უგულავამ კოტე ყუბანეიშვილის ლექსით უპასუხა. თუმცა, როგორც უგულავა წერს, ღარიბაშვილმა კომენტარი წაუშალა, ამიტომ სქრინს ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.

“რადგან კომენტარი წაშალეთ აქედან გპასუხობთ თქვენს დილის პოსტზე. შიში გალაპარაკებთ, სირცხვილი ისედაც არასდროს გქონიათ. ბრიყვი და უვიცო რომ არ იყოთ გეცოდინებოდათ — როცა პატიმარი შიმშილობს ის ფიზიკურად ძაბუნდება, მაგრამ როგორც არასდროს სულიერადაა მტკიცედ. ხოლო როცა პრემიერი პატიმარზე და მის ჯანმრთელობაზე ღლიცინებს, მასზე პასუხი კი დაგიწერეთ და აქაც გაახლებთ კოტე ყუბანეიშვილის ლექსს. ლექსის ბოლო შეგიძლიათ მოიძიოთ”, — წერს ის.

რაც შეეხება ყუბანეიშვილის ლექსს, მისი დასასრული შეურაცხმყოფელია და ნაწილი, რომელიც უგულავას დადებულ სქრინზე არ ჩანს, ასე გრძელდება:

“რამდენი ითამაშა
რამდენი დახარჯა
რამდენი მოატყუა
რამდენი იცინა
რამდენი იავადმყოფა
რამდენი იწვალა
რამდენი ილოცა
რამდენი მოინანია
რამდენი სანთელი დაანთო
და მაინც რა *ლეა

კოტე ყუბანეიშვილი

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის უგულავას კომენტარი პრემიერის პოსტის ქვეშ არ იძებნება.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, როცა ასეთი ბოდვის დამწერი ადამიანი მართავს ამ ქვეყანას ფორმალურად მაინც, ეს არის უაღრესად დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის.

„მე მგონია, რომ ივანიშვილის ამ გამორჩეული „კლოუნის“ მცდელობა, რაღაც ფსიქოანალიზის და ვითარების შეფასების ბოდვაა, რომელიც ბევრად მეტს გვეუბნება მასზე და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომელშიც არის თვითონ ივანიშვილი და მისი გარემოცვა. საგანგაშოა ეს მდგომარეობა.

როცა ასეთი ბოდვის დამწერი ადამიანი მართავს ამ ქვეყანას ფორმალურად მაინც, ეს არის უაღრესად დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და სამწუხაროდ, ეს საფრთხე ჯერჯერობით განმუხტული არ არის. ამიტომ ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ მეორე ტურში ვცადოთ ამ რეჟიმის მორყევა, ამ საფრთხის შემცირება და დაახლოვება იმ ამოცანასთან, რასაც ვადამდელი არჩევნები და ამ ხელისუფლების შეცვლა ჰქვია“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით,„ქართული ოცნება“ იგივე პროცესს აგრძელებს და გახლეჩილ პოლიტიკურ ვითარებაში ცეცხლზე ნავთს ასხამს.

„არ მგონია, რომ პრემიერმინისტრი საკუთარ მოსახლეობას ჭორებით, შეთხზული თემებით და ა.შ. უნდა ელაპარაკებოდეს. არ მგონია, ვინმეს საქართველოში ადამიანურად მოსწონდეს ის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში იმყოფება და მას არ აქვს „კლანისგან“ თავისუფალი, სამართლიანი მართლმსაჯულების შესაძლებლობა ამ ქვეყანაში. ჩვენ არაერთხელ ვითხოვდით უცხოელი მოსამართლეების პანელს, მართლმსაჯულების რეფორმას, ვფიქრობ, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ყველა საქმესთან დაკავშირებით სიმართლე დადგინდეს. ამიტომ, ეს განცხადება მიუთითებს იმას, რომ სწორედ მათი პოლიტიკური მიზნებისთვის არის ეს ყველაფერი“, – განაცხადა ვაშაძემ.

პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, ის, რასაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერს, არის ფსკერი და “ვითომ ძალის დემონსტრირება”. მისივე თქმით, პრემიერი თავს იმცირებს.

“ის საწამლავი, რასაც ღარიბაშვილი სააკაშვილზე წერს, თავის ფორმით, ტონით, შინაარსით, ბაღიდან უნდა ისწავლებოდეს, რომ არის ფსკერი. სიძულვილი, დამცირება (სინამდვილეში თავს იმცირებს), ტყუილი, ვითომ ძალის დემონსტრირება. სიტუაცია იცვლება ხოლმე, მსგავსი სიტყვები არასდროს არ ქრება. მხდალი ადამიანი რომ ჯოხს დაიჭერს და მოუქნელად იქნევს, მოგერევითო, ეგაა ზუსტად”, — წერს ხოშტარია ფეისბუქ გვერდზე.

“ასეთი სიმდაბლე შეშურდებოდათ პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც”, — ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე.

“ღარიბაშვილის დღევანდელი წერილობითი მიმართვა არის მორიგი მაგალითი, მაგრამ გამორჩეული მაგალითი იმ ამორალურობის და ინტელექტუალური სიმდაბლის, იმ ფსკერის, რომელზეც დღეს იმყოფება პრემიერმინისტრად წოდებული ბიძინა ივანიშვილის მსახური და მთელი ქართული ოცნება და ხელისუფლება. სიძულვილის, ადამიანის სიმდაბლის და ზოგადად, ყევლაზე უფრო ამაზრზენი დამოკიდებულების გამოხატულება, ზუსტად ეს სიტყვები შეეფერება ღარიბაშვილის იმ მიმართავს, რომელიც დღეს გავრცელდა და გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთი მიმართვა, სიმდაბლე, არაადამიანურობა შეშურდებოდა პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც კი.

ამ მიმართვით, მე ვფიქრობ, ყველამ საბოლოოდ გაიგო, უფრო სწორად, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანი მართლმსაჯულება და სამართალი კი არ არის სააკაშვილის მიმართ, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიზანი არის რეალურად გადაწეროს საქართველოს ისტორია, შეურაცხყოფა მიაყენოს ვარდების რევოლუციას”, — განაცხადა დეკანოიძემ.

ღია წერილს გამოეხმაურა რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძეც.

“რაც არ უნდა ვერსიებზე ისაუბროს ირაკლი ღარიბაშვილმა, ეს ჩემთვის დამაჯერებელი ვერ იქნება, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში არის პოლიტიკური პარტია, რომელიც არ ერიდება არც ტყუილს, არც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, არც სიძულვილის ენას და არც არანაირი ბოროტების დაბრალებას ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც არ ეთანხმება მათ მოსაზრებებს.  რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის გარეშე არის მიმართული იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ტალახი მეტი ზიზღი იყოს ოპოზიციური პარტიების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არის მთლიანად ქართული ოცნებისა და გუნდის პოზიცია, ძალიან გაუჭირდათ, როგორც ჩანს, მეორე ტურების წინ, არის პანიკა”, — ამბობს სამნიძე.

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ პრემიერმინისტრის მხრიდან პატიმრის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ცინიკური საუბარი არის ამორალური საქციელი.

“პრემიერის მხრიდან პატიმრის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ცინიკური საუბარი არის ამორალური საქციელი! მით უმეტეს, რომ ეს პატიმარი ყოფილი პრეზიდენტი და მისი პოლიტიკური ოპონენტია. ქართული კულტურა ამბობს, რომ მტერსაც კი ღირსეულად უნდა მოექცე. აქ კი საუბარია ოპონენტზე, რომელსაც დღეს ბორკილები ადევს. ფაქტია, ღარიბაშვილს კანონი და სამართლებრივი სტანდარტები არ აინტერესებს. ხოდა ვაჟა-ფშაველა და ხალხური პოეზია მაინც წააკითხეთ ვინმემ”, — წერს კოჟორიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ნონიაშვილის შეფასებით, არავის დედამიწის ზურგზე არ აინტერესებს ირაკლი ღარიბაშვილის სრული ბოდვა და ფსიქოანალიზი.

„არავის დედამიწის ზურგზე არ აინტერესებს ირაკლი ღარიბაშვილის სრული ბოდვა და ფსიქოანალიზი იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად უკან გადადგმული ნაბიჯი იყო ვარდების რევოლუცია, რამდენად ლეგიტიმურია პოლიტიკური ოპონენტების დევნა და სხვა მანკიერი, სრულიად ბოროტული ნაბიჯები, რასაც ხელისუფლება სჩადის. მკაფიოდ არის ისტორიის გადაწერის მცდელობა ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან”, – განაცხადა ნონიაშვილმა.

ღია წერილს გამოეხმაურა “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩიაც.

“წარმოიდგინეთ თვითონ ეს ვერსია – გადატრიალების მოწყობა უნდოდა სააკაშვილს და დაკავებული ჰყავთ ტრაილერის მძღოლი და მისი შვილი. თუ ამ ვერსიას სერიოზულად აწვები მთელი “ნაცების” “ლიდერშიფი” ციხეში უნდა იჯდეს, გადატრიალებაში თანამონაწილეობისთვის. მარტო მიხეილ სააკაშვილი, მძღოლი და მისი შვილი ხომ არ მოაწყობდნენ გადატრიალებას?! აბსურდია და შეთანხმების შესანიღბად კიდე მეტ დაუჯერებელ რაღაცებს გვეუბნებიან, რომ დავიჯეროთ. არასდროს დაიჯეროთ, რომ გადატრიალება მზადდებოდა, თუ დაინახავთ, რომ დაკავებული ჰყავთ ტრაილერის მძღოლი და მისი შვილი. სააკაშვილის მიზანი შეიძლებოდა ორი რამ, ან გადატრიალება ან შეთანხმება, ან გადატრიალებისთვის შემოვიდა, ან შეთანხმებით, საზღვარს გადავკვეთთ და “ქოცებს” “გავაბანძებო” ხომ არ შეიძლება იყოს მიზანი? მიზანი არის ან შევალ საქართველოში და გადატრიალებას მოვაწყობ ან შევალ საქართველოში, მივიღებ სულელურ ფანდში მონაწილეობას და ხმებს გადავინაწილებთ მე და ჩემი მეგობარი. რომელია უფრო დამაჯერებელი შეგიძლიათ თქვენ იფიქროთ, მაგრამ მესამე ფიზიკურად ვერ იარსებებს.

წარმოიდგინეთ თვითონ ეს ვერსია – გადატრიალების მოწყობა უნდოდა სააკაშვილს და დაკავებული ჰყავთ ტრაილერის მძღოლი და მისი შვილი. თუ ამ ვერსიას სერიოზულად აწვები მთელი “ნაცების” “ლიდერშიფი” ციხეში უნდა იჯდეს, გადატრიალებაში თანამონაწილეობისთვის. მარტო მიხეილ სააკაშვილი, მძღოლი და მისი შვილი ხომ არ მოაწყობდნენ გადატრიალებას?! აბსურდია და შეთანხმების შესანიღბად კიდე მეტ დაუჯერებელ რაღაცებს გვეუბნებიან, რომ დავიჯეროთ. არასდროს დაიჯეროთ, რომ გადატრიალება მზადდებოდა, თუ დაინახავთ, რომ დაკავებული ჰყავთ ტრაილერის მძღოლი და მისი შვილი. სააკაშვილის მიზანი შეიძლებოდა ორი რამ, ან გადატრიალება ან შეთანხმება, ან გადატრიალებისთვის შემოვიდა, ან შეთანხმებით, საზღვარს გადავკვეთთ და “ქოცებს” “გავაბანძებო” ხომ არ შეიძლება იყოს მიზანი? მიზანი არის ან შევალ საქართველოში და გადატრიალებას მოვაწყობ ან შევალ საქართველოში, მივიღებ სულელურ ფანდში მონაწილეობას და ხმებს გადავინაწილებთ მე და ჩემი მეგობარი. რომელია უფრო დამაჯერებელი შეგიძლიათ თქვენ იფიქროთ, მაგრამ მესამე ფიზიკურად ვერ იარსებებს,”- განაცხადა ხვიჩიამ.