ოპოზიციის წარმომადგენლები სამტრედიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
„ნაციონალური მოძრაობის”, „ევროპული საქართველოსა” და „ლელოს“ წევრები საოლქო კომისიასთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, დარღვევებით ჩაიარა, როგორც არჩევნებმა, ასევე დარღვევებით მოხდა საოლქო კომისიის მიერ ხმების გადათვლა.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, საოლქოს ოქმებში დისბალანსია და მათი ასეულობით ბიულეტენი, სადაც არჩევანი მათი კანდიდატის სასარგებლოდ იყო გაკეთებული, გაბათილებულია.
აქციის მონაწილეების თქმით, მიღებული შედეგებით, სამტრედიაში მეორე ტური უნდა დანიშნულიყო, ამიტომ ისინი ოქმების ხელახალ გადათვლას მოითხოვენ.