დღეიდან, 6 ოქტომბრიდან, კვების ობიექტების სამუშაო საათები გახანგრძლივდება და ისინი ფუნქციონირებას კვლავ 23:00 საათამდე შეძლებენ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ცნობისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო კვების ობიექტები 22:00 საათამდე მუშაობდნენ.
რა შეზღუდვები მოიხსნა და რა რჩება ძალაში იხილეთ ბმულზე.