რომელი პარტიიდან შევლენ მაჟორიტარი დეპუტატები თელავის საკრებულოში

425

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

55 საარჩევნო უბნიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში შექმნილი 13 მაჟორიტარული ოლქიდან, ოთხში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო დანარჩენში ხმების უმრავლესობა ,,ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიპოვეს.

მაჟორიტარი კანდიდატები რომლებიც საკრებულოში შევლენ:

,,ქართული ოცნება” – მიხეილ დაღუნდარიძე, თენგიზ მთვარელიშვილი, ივანე კირვალიძე, ნიკოლოზ მაისურაძე, გივი ლაფაური, ზურაბ მოსახლიშვილი, ზაზა ტატულიშვილი, უჩა ჭოტიაშვილი, ზურაბ მუსაევი.

,,ნაციონალური მოძრაობა” ბაადურ რევაზიშვილი, გიგი გიგიტელაშვილი, აბრამ მახარიაშვილი, გელა ჭვრიტიძე.

გთავაზობთ ხმების გადანაწილებას მაჟორიტარული ოლქების მიხედვით:

#1 მაჟორიტარული ოლქი

,,ქართული ოცნების” კანდიდატმა მიხეილ დაღუნდარიძემ ხმების უმრავლესობა- 51,18% მიიღო.
,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა რუსუდან იმერლიშვილმა კი 28,34 %.
აღნიშნულ ოლქში შემავალი ექვსი საარჩევნო უბნიდან პარტია ,,საქართველოსთვის” კანდიდატმა კახა ბერძენიშვილმა ხმების 10, 64 % მიიღო.
,,ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატმა ნიკოლოზ ვარდოშვილმა ხმების 6, 66 % მიიღო.
,,ევროპული საქათველოს” კანდიდატმა ლელა მენთეშაშვილმა კი 3,18%.

#2 მაჟორიტარულ ოლქი

აღნიშნულ ოლქში ,,ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა ბაადურ რევაზიშვილმა ხმების უმრავლესობა – 45,48% მიიღო.
,,ქართული ოცნების” კანდიდატმა ნიკოლოზ ლაშხმა კი ხმების 45,2 %.

#3 მაჟორიტარული ოლქი

აღნიშნულ ოლქში ,,ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა ბაადურ გულიაშვილმა ხმების -43,75% მოიპოვა.
,,ქართული ოცნების” კანდიდატმა თენგიზ მთვარელიშვილმა კი ხმების უმრავლესობა-44,8% მიიღო.

#4 მაჟორიტარული ოლქი

აღნიშნულ ოლქშიც ხმები ძირითადად ,,ქართული ოცნების” და ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებზე გადანაწილდა.
ხმების 35, 2% ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ალექსანდრე კუპატაძემ მოიპოვა.
,,ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ივანე კირვალიძემ კი ხმების უმრავლესობა- 48% მოიპოვა.

#5 მაჟორიტარული ოლქი

აღნიშნულ ოლქში ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა იმედა კევლიშვილმა 39,49% მოიპოვა.
,,ქართული ოცნების” კანდიდატმა ნიკოლოზ მაისურაძემ კი ხმების დიდი ნაწილი- 47,82% მიიღო.

#6 მაჟორიტარული ოლქი

ხმების დიდი ნაწილი ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა გივი ლაფაურმა- 41,92% მიიღო.
,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ზაქარია გრიშიკაშვილმა კი 41,59% მოიპოვა.

#7 მაჟორიტარული ოლქი

აღნიშნულ ოლქში ხმების უმეტესობა- 57, 35% ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გიგი გიგიტელაშვილმა მოიპოვა.
მმართველი პარტიის კანდიდატმა ნინო კორინთელმა კი 39,03%.

#8 მაჟორიტარული ოლქი

აღნიშნულ ოლქში ხმების უმრავლესობა -47, 6% პარტიიდან ,,ქართული ოცნება” ზურაბ მოსახლიშვილმა მიიღო.
,,ნაციონალური მოძრაობიდან” არჩილ თუშუშვილმა კი ხმების 37,72% მოიპოვა.

#9 მაჟორიტარული ოლქი

აღნიშნულ ოლქში ხმების უმრავლესობა-50,39% მოიპოვა ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა ზაზა ტატულიშვილმა.
ხმების 40,53% მოიპოვა ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ზურაბ ნაცარაშვილმა.

#10 მაჟორიტარული ოლქი
აღნიშნულ ოლქში ხმების უმეტესობა- 52,09% მოიპოვა ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა აბრამ მახარიაშვილმა.
მმართველი პარტიის კანდიდატმა გიორგი ოქროპირიძემ 47,91% მოიპოვა.

#11 მაჟორიტარული ოლქი

,,ნაციონალური მოძრაობა” დავით წიფლაშვილი-41,38%.
,,ქართული ოცნება” უჩა ჭოტიაშვილი -55,43%.

#12 მაჟორიტარული ოლქი

აღნიშნულ ოლქში ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გელა ჭვრიტიძემ ხმების-48, 98% მიიღო.
მმართველი პარტიის კანდიდატმა ავთანდილ მჭედლიშვილმა კი ხმების 48,15%.

#13 მაჟორიტარული ოლქი

აღნიშნულ ოლქში ,,ქართული ოცნების” საკრებულოს კანდიდატმა ზურაბ მუსაევმა ხმების უმრავლესობა- 46,04% მიიღო.
,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ფოლად სულეიმანოვმა- 29,31%.
,,მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელის კანდიდატმა ნუგზარ ბეჯანოვმა კი ხმების 24, 64%.