ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოზურგეთში ახალ მერს მეორე ტური გამოავლენს.
ოზურგეთის 63 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 62 უბანი (98.41%). კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამჟამად ასე ნაწილდება:
ავთანდილ თალაკვაძე, “ქართული ოცნება” – 43,75%
კონსტანტინე შარაშენიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – 29.16%
ირაკლი ღლონტი, „ნაციონალური მოძრაობა“ – 19,78%
გივი ცეცხლაძე, „გახარია საქართველოსთვის“ – 6.28%
გოჩა ძიმისტარაშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი – 1,04%.