ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, წყალტუბოში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
წყალტუბოს 69 საარჩევნო უბნიდან დათვლილია ყველა (100%). კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამჟამად ასე ნაწილდება:
გენადი ბალანჩივაძე, “ქართული ოცნება” – 48.58%
ზაზა მეტრეველი, “ნაციონალური მოძრაობა” – 42.41%
რუსუდან სილაგაძე, “გახარია საქართველოსთვის” – 5.24%
ზვიად ბარდავაძე, “მესამე ძალა – სტრატეგია აღაშენებელი” – 3.77%.