საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო გვაძლევს ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის, თუმცა ოდირისა და ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია კვლავ გაუთვალისწინებელი დარჩა. განსაკუთრებით, ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც საარჩევნო დავების მოგვარებასა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებას უკავშირდება, – განაცხადა ეუთო/ოდირის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ ჯონსონმა შემაჯამებელ კონფერენციაზე, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა.
მისი თქმით,ზოგადად, საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების ტექნიკური პროცესები ეფექტურად მართა. ცესკოს სესიები იყო ღია დაინტერესებული მხარეებისთვის და პირდაპირ რეჟიმში შუქდებოდა, რამაც პროცესის გამჭვირვალობა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის ზოგადი აღქმა გაზარდა. თუმცა, დაპირისპირებებმა უარყოფითი გავლენა მოახდიან პროცესზე, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების შერჩევისა და დანიშვნის პროცესს უკავშირდება.
„ხელისუფლებამ გასწია ძალისხმევა, რომელიც უკავშირდება ამომრჩეველთა სიას და ოდირის კომისიის წევრმა კოლეგებმა გამოხატეს ნდობა სიების სიზუსტის მიმართ, მაშინ როდესაც კანდიდატის რეგისტრაციის პროცესი იყო ინკლუზიური. ბევრმა კანდიდატმა გააუქმა კანდიდატურა, რადგან ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა.
ზოგადად, საარჩევნო კამპანია იყო წყნარი, თუმცა დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები პირებს შორის და ასევე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელიც საარჩევნო დღის მოახლოებასთან ერთად გაძლიერდა. ამასთან, ადგილი ჰქონდა აგრესიულ რიტორიკას, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში“, – განაცხადა ალბერტ ჯონსონმა.
მისივე თქმით, არჩევნების დღემ ჩაიარა გამჭვირვალედ, მიუხედავად პროცედურულ საკითხებთან აკავშირებული პრობლემებისა, კონკრეტულად ხმების დათვლის დროს.
“საარჩევნო დღე ზოგადად მშვიდი იყო, თუმცა, დაფიქსირდა ცალკეული ძალადობრივი ფაქტები. მიმდინარე არჩევნებში გამოკვეთილ პრობლემას არ წარმოადგენდნენ ადამიანების ჯგუფები, რომლებიც საარჩევნო უბნების გარეთ, ამომრჩეველზე ზეგავლენას ცდილობდნენ.
ისეთი საკითხები, როგორიც არის დამკვირვებელი მოქალაქეები, პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ერეოდნენ საარჩევნო პროცესში და ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც პოტენციურად გავლენას ახდენდნენ ამომრჩეველზე საარჩევნო უბნების გარეთ, პრობლემური აღარ იყო.
არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი იყო, ცალკეული ძალადობრივი ინციდენტებით. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა გახსნისა და ხმის მიცემის პროცესი პოზიტიურად, საარჩევნო უბნების დიდ უმრავლესობაში, სადაც ისინი აკვირდებოდნენ, თუმცა დაფიქსირდა ხალხმრავლობის მაგალითები, რომელიც იყო გამოწვევა კოვიდ 19-თან დაკავშირებით არსებული წესების დაცვის მიმართულებით.
დათვლის პროცესი შეფასდა, როგორც გამჭვირვალე, მაგრამ უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ფიქსირდებოდა პროცედურული ხარვეზები და სირთულეები პროტოკოლის დაკმაყოფილების ნაწილში. ნება მომეცით აღვნიშნო, რომ სადამკვირვებლო მისია აგრძელებს მუშაობს და აკვირდება არჩევნების შემდგომ გარემოსა და პროცესებს,“- განაცხადა ალბერტ ჯონსონმა.