ბათუმში პროპორციულ არჩევნებში ბარიერი ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. მათგან ორს – “ნაციონალურ მოძრაობასა” და ქართულ ოცნებას მცირედი სხვაობა აქვს .
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოში მოხვდნენ:
- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 38.42%;
- “ლელო” – 3.29%;
- “გახარია საქართველოსთვის” – 10.02%;
- “ქართული ოცნება” – 39.36%.
რაც შეეხება მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს, წინასწარი მონაცემებით, 7 ოლქიდან სამს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იგებს, ხოლო ოთხს – “ქართული ოცნება”, თუმცა, აქ შედეგი, შესაძლოა, შეიცვალოს, ვინაიდან პირველ მაჟორიტარულ ოლქში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს 43.19% აქვს, “ქართული ოცნებისას” კი – 43.15%.
ცესკოს წინასწარი შედეგებით:
- ბათუმის N1 ოლქი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, ნაზი ფუტკარაძემ 43.19%-ით მოიგო.
- ბათუმის N2 ოლქი “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გოჩა მგელაძემ 44.94%-ით მოიგო.
- ბათუმის N3 ოლქი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, ნოდარ დუმბაძემ 45.44%-ით მოიგო;
- ბათუმის N4 ოლქი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, ნუგზარ ფუტკარაძემ 43.87%-ით მოიგო;
- ბათუმის N5 ოლქი “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ლევან დოლიძემ 45.89%-ით მოიგო;
- ბათუმის N6 ოლქი “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გიორგი ლომთათიძემ 44.59%-ით მოიგო;
- ბათუმის N7 ოლქი “ქართული ოცნების” კანდიდატმა, მინდია გოგუაძემ 40.91%-ით მოიგო, თუმცა, თუ არჩევნების საბოლოო შედეგებით ის 40%-ს ჩამოცდა, ამ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.
სულ ბათუმის საკრებულო 35 წევრით უნდა დაკომპლექტდეს. მათგან 28 პროპორციული და 7 მაჟორიტარული წესით იქნებიან არჩეულები.