ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი ინფორმაციით, თელავში ლევან ანდრიაშვილსა და გიორგი ბოტკოველს შორის, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება.
ამ დროისთვის დათვლილია ხმების 78.18%:
- ლევან ანდრიაშვილი (ქართული ოცნება – N41) – 47.02%
- გიორგი ბოტკოველი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 45.22%
- გიგა ორკოდაშვილი (გარხია – საქართველოსთვის – N25) – 7.76%
ცესკო-ს ინფორმაციით, სულ 55 უბნიდან მონაცემები დათვლილია 43 უბნის მიხედვით.
განახლება
55 უბნის 100%-იანი მონაცემებით თელავში ლევან ანდრიაშვილსა და გიორგი ბოტკოველს შორის მეორე ტური გაიმართება.
კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:
- ლევან ანდრიაშვილი (ქართული ოცნება – N41) – 46.75%
- გიორგი ბოტკოველი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 45.42%
- გიგა ორკოდაშვილი (გარხია – საქართველოსთვის – N25) – 7.83%