სიღნაღში “ოცნების” კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს (განახლებადი ინფორმაცია)

660

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სიღნაღში “ქართული ოცნების” კანდიდატი, მალხაზი ბეგიაშვილი ლიდერობს.

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 94.44%:

  • მალხაზი ბეგიაშვილი (ქართული ოცნება – N41) – 59.21%
  • ზაზა პაპუაშვილი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 37.94%
  • გია ხუხიაშვილი (თავისუფალი საქართველო – N37) – 2.85%

ცესკო-ს ინფორმაციით, სულ 36 უბნიდან მონაცემები დათვლილია 34 უბნის მიხედვით.

განახლება

სიღნაღის მერი “ქართული ოცნების” კანდიდატი, მალხაზი ბეგიაშვილი იქნება. 36 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

  • მალხაზი ბეგიაშვილი (ქართული ოცნება – N41) – 59.19%
  • ზაზა პაპუაშვილი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 37.93%
  • გია ხუხიაშვილი (თავისუფალი საქართველო – N37) – 2.88%