ბათუმში ენმ-ს კანდიდატი ლიდერობს: გიორგი კირთაძე – 42.6%, არჩილ ჩიქოვანი – 41.07%

286

ცესკოს წინასწარი მონაცემებით (11:12), ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გიორგი კირთაძე ლიდერობს.

ბათუმში 105 საარჩევნო უბნიდან მონაცემები დათვლილია 38 უბანზე (36.19%).  კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამჟამად ასე ნაწილდება:

  • გიორგი კირთაძე, “ნაციონალური მოძრაობა” – 42.6%
  • არჩილ ჩიქოვანი, “ქართული ოცნება” – 41.07%
  • ირაკლი მიქელაძე, “გახარია ხალხისთვის” – 10.54%

განახლება

ბათუმში მეორე ტური ნაციონალური მოძრაობის კანდიდატსა და ქართლი ოცნების კანდიდატებს შორის გაიმართება. 105 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

  • გიორგი კირთაძე, “ნაციონალური მოძრაობა” – 41.97%
  • არჩილ ჩიქოვანი, “ქართული ოცნება” – 41.08%
  • ირაკლი მიქელაძე, “გახარია ხალხისთვის” – 10.57%