ქუთაისში მეორე ტური იქნება, 43.84%-ით ენმ-ს კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს

532

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით [10:40 საათი], ქუთაისის მერის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს.

ამ დროისთვის დათვლილია ქუთაისის უბნების 42.74%, რომლის შედეგადაც, ხმები ასე ნაწილდება:

  • ხატია დეკანოიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 43.84%;
  • იოსებ ხახალეიშვილი, „ქართული ოცნება“ — 41.53%;
  • გიორგი გოგუაძე, „გახარია — საქართველოსთვის“ — 8.33%;
  • ანდრო ლოსაბერიძე, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლი“ — 4.95%;
  • ირინა საღინაძე, „თავისუფალი საქართველო“ — 1.35%.