ცესკო: აქტივობა 15:00 საათზე – 2021 წელს 33.18%; 2020 წელს – 36.45%; 2017 წელს – 29.84%

257

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იყო 33.18% შეადგინა.  ეს 1 160 413 ადამიანია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმავე დროს ამომრჩეველთა აქტივობამ 36.45% შეადგინა;

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე – 29.84%;

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე – 34.79%;

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.

საა​რჩევნო უბნები 08:00 საათიდან გახსნილია. თუმცა, ზოგიერთი უბანი დაგვიანებით გაიხსნა.