ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პროცესში სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ზესტაფონის და მარნეულის კონკრეტულ უბნებთან დაკავშირებით ტყუილი ინფორმაცია გავრცელდა.
„არასწორია ინფორმაცია ზესტაფონის სოფელ საქარაში ორ კანდიდატს შორის დაპირისპირების შემდგომ საარჩევნო ურნის დაზიანებისა და საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შეწყვეტის შესახებ.
ასევე ტყუილია, თითქოსდა მარნეულის 67-ე უბანზე ირღვევა ფარულობის პრინციპი და ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი ყველა ამომრჩეველს კაბინაში მიყვება და ამოწმებს მათ შემოხაზულ ბიულეტენებს“, – აღნიშნა იოსელიანმა.