„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა.
„ხმა მივეცი სიმშვიდეს, სტაბილურობას, მშვიდობას, ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. შესაბამისად, ამ ყველაფრის გაკეთება ერთადერთ პარტიას შეუძლია და ეს გახლავთ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. შესაბამისად, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“, იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა“, – აცხადებს კახა კალაძე.
თბილისის მერობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად შვილთან ერთად მივიდა.