ხოშტარია: გლდანში სისტემურად ხდება ბიულეტენების დაზიანება, აპირებენ ამის საფუძველზე გაბათილებას

193

“გლდანში სისტემურად ხდება ბიულეტენების დაზიანება, ჩვენი ინფორმაციით, აპირებენ ამის საფუძველზე გაბათილებას” – აცხადებს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, რომელიც გლდანის საოლქო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მივიდა

ხოშტარია ამბობს, რომ აქვთ ინფორმაცია, ამ დაზიანებული ბიულეტენების გაბათილება იგეგემება. ის ოლქის თავმჯდომარეს მიმართავს, აღკვეთოს მსგავსი ფაქტები. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევებს დღეს სისტემური ხასიათი აქვს.