ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სამი საჩივარი შევიდა

230
ქუთაისში საარჩევნო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. საოლქო კომისიაში უკვე სამი საჩივარია შესული. კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის განცხადებით, სამივე მათგანი პროცედურული ხასიათისაა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
“ორი საჩივარი იყო ერთი და იგივე შინაარსის. საჩივრის ავტორები აცხადებენ, რომ რეგისტრატორები წილისყრის გარეშე განაწილდნენ, თუმცა, ამის უფლება თავმჯდომარეს აქვს. რაც შეეხება მესამე საჩივარს, აქ საუბარია იმაზე, რომ წილისყრის პროცესის განაწილების დროს ფურცლებზე არ იყო ბეჭდები დასმული”, – განაცხადა ლარინა ლალიაშვილმა.
 
საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის არჩევანი 11 390 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 7,4%-ია. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ეს მონაცემი 5,8 % იყო.
 
ქუთაისში სულ 153 861 ამომრჩეველია რეგისტრირებული.