ოზურგეთის დაბა ნასაკირალში საბავშვო ბაღის შენობას, რომელშიც საარჩევნო უბანი იყო განთავსებული, ცეცხლი გაუჩნდა

238

ოზურგეთში, დაბა ნასაკირალში საბავშვო ბაღის შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

მთლიანად დაიწვა ის ნაწილი, სადაც სამჯგუფიანი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ერთი ჯგუფი იყო განთავსებული. ადგილზე სახანძრო სამსახურის ორი ეკიპაჟი მუშაობს, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ადგილობრივების ინფორმაციით, აქვე იყო განლაგებული ნასაკირალის საარჩევნო უბანიც.