კახა კალაძის განცხადებით, მმართველ პარტიას მოშე კლუგჰაფტთან არანაირი კავშირი არ აქვს

629

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მმართველ პარტიას მოშე კლუგჰაფტთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. პარტია „ქართულ ოცნებას“ არანირი კავშირი არ აქვს მოშესთან, არ ჰყავს დაქირავებული. ეს არის თქვენი ტყუილები. ერთადერთხელ, ჩვენ მასთან ვმუშაობდით, თუ არ ვცდები, ეს იყო 2017 თუ 2018 წელი, ზუსტად არ მახსოვს“, – აცხადებს კალაძე.

გარდა ამისა, კალაძეს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა 5 ივლისის თემაზე და იმის შესახებ, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ე.წ კოკაინშიკი უწოდეს, რაზეც კალაძემ ასე უპასუხა: „სიტყვები უნდა შეარჩიოთ, კახი კალაძეს არავისთვის არაფერი მოუწყვია და არც „ქართულ ოცნებას“. კიდევ ერთელ გეუბნებით, სიტყვები შეარჩიეთ. რა ფაქტებს მეუბნებით? თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე დიდი უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ. თქვენ ხართ თავი და თავი სიძულვილის, ბოროტების, თუ რაიმე ცუდი შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა, აი, თქვენ ხართ ამის სახე… იმაზე დიდი დისკრედიტაცია რა გინდა, ნახე სად მუშაობთ“.

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ ვერავინ ნახავს მის ისეთ განცხადებას, სადაც ოპონენტს შეურაცხყოფას აყენებს.

„ეს არის თქვენი სატელევიზო ეთერები, შეგიძლიათ ნახოთ ის საარჩევნო კლიპები. ეს არის სიძულვილის ენა, ბოროტება. ეს არის ყველაზე სიუბინძურე, რაც კი შეიძლება მოიგონის ადამიანმა, ცილისწამება, ამ ყველარის ფაქტებს გეუბნებით, მე ხომ არ ვიგონებ? ჩართეთ თქვენი ტელევიზიები და ნახეთ, ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, ეთერები, კონკრეტული გადაცემები, რომელიც ეძღვნება კახა კალაძეს, ჩემს ოჯახს. ამაზე დიდი სიბინძურე რა გინდათ? ამას ხელს აწერთ და მე მელაპარაკებით პატიოსნებაზე? არ გრცხვენიათ, მართლა?“ – მიმართა კალაძემ ჟურნალისტს.