შალვა პაპუაშვილი: 2024 წლამდე კოალიციური მთავრობის შექმნის საჭიროება არ არსებობს, ამიტომ, კითხვა კოალიციურ მთავრობაზე არარელევანტურია

711

„ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე კითხვები არარელევანტურია.

„ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე მთავრობა დააკომპლექტა და 2024 წლამდე კოალიციური მთავრობის შექმნის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ამიტომ კითხვა კოალიციურ მთავრობაზე არარელევანტურია”, – განაცხადა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.