მინისტრი: უნივერსიტეტები თავად გადაწყვეტენ, განაახლონ თუ არა სწავლება აუდიტორიებში

215

კოლეჯებს და უნივერსიტეტებს უფლება ეძლევათ სასწავლო პროცესი დასწრებულ ფორმატში განაახლონ, – ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამის გადაწყვეტილებებს ისინი თავად მიიღებენ, სამინისტროსთან შეთანხმებით.

„განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და პროტოკოლები სრულად იქნება დაცული“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეგახსენებთ: 4 ოქტომბრიდან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლა დასწრებულ ფორმატში აღდგება.