სიები არ არის საჭირო, ჩვენ ვთხოვთ ხალხს მხარდაჭერას, თანადგომას და დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, სთხოვს თუ არა ის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საარჩევნოდ სიების წარდგენას და მხარდაჭერას.
როგორც კალაძე აცხადებს, მას უამრავი ადამიანი უჭერს მხარს და 2 ოქტომბრის არჩევნებზე გამარჯვებაშიც დარწმუნებულია.
„მარტო მორაგბეები არ არიან ჩართულები, ჩართული არიან არამხოლოდ სპორტსმენები, ხელოვნების წარმომადგენლები, საქართველოს ესტრადის ვარსკვლავები. სიები არ არის საჭირო, ჩვენ ვთხოვთ ხალხს მხარდაჭერას, თანადგომას და დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში გავიმარჯვებთ. არ უარვყოფ, რომ ჩემი მხარდაჭერის მიმართულებით ჩართულია უამრავი ადამიანი. სიებთან დაკავშირებით თქვენი მოგონილია“, – განაცხადა კალაძემ.