ხინჩეგაშვილმა საარჩევნო პროგრამის წარდგენისას სოციალური კაფის შექმნის ინიციატივა გააჟღერა

341

გორის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” საარჩევნო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა ახალგაზრდების განვითარებაზე და ხელშეწყობაზე. პროგრამის ფარგლებში მან რამდენიმე ინიციატივა გააჟღერა, ერთ-ერთი კი სოციალური კაფეა, რომელსაც მერია დააფინანსებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

“ახალგაზრდების ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს გასართობი და თავშეყრის ადგილების სიმცირე, ამიტომ ჩვენ გვაქვს ინიციატივა დავაფინანსოთ ე.წ. სოციალური კაფე, სადაც ჩატარდება ტრენინგები, გამოფენები, კინოჩვენებები, შემოქმედებითი საღამოები და ასე შემდეგ. მერია გამოაცხადებს კონკურსს და საუკეთესო კონცეფციის ავტორის მერიისგან მიიღებს დაფინანსებას კაფის მოსაწყობად. ასეთი კაფეები წარმატებით ფუნქციონირებენ თბილისში, ბათუმში, რუსთავში და სხვა ქალაქებში”, – განაცხადა ხინჩეგაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საარჩევნო პროგრამა საზოგადოებას გუშინ, 27 სექტემბერს ონლაინ ფორმატში, ფეისბუქ ლაივის საშუალებით წარუდგინა.